ყოველი ადამიანი და ყველა მოვლენა შენს ცხოვრებაში ჩნდება იმიტომ, რომ თვითონ მოიხმე ის. რის გაკეთებას არჩევ მათთან _ შენი გადასწყვეტია.

რიჩარდ ბახი









пятница, 22 октября 2010 г.

ძალიან უნდა არ გაიპრანჭოს, გულწრფელად გადმოსცეს ემოციები, მაგრამ რომ არ გამოდის? საოცარია, მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ მხოლოდ იმას დაწერს,რაც თავში მოუვა, მაგრამ, შენც არ მომიკვდე... ფიქრობს და ფიქრობს... ამდენ ფიქრში კი ემოცია სადღაც მიინავლება და პათეტიკა შერჩება ხელთ... ჰოდა მოდიან გაბღენძილი აზრები: ''ბრძნული'' , ''მძიმე'',და ყალბი... ნაცნობი სიტუაციაა? თუ ჯერ არ შეგიმჩნევიათ? თუმცა, რა არის გასაკვირი: ირგვლივ ყველა თამაშობს... ყველაფერი იმიჯისთვის კეთდება, მიყურეთ რა კარგი ვარო..კარგი კი არა, ორიგინალური... მთავარი ორიგინალობაა... კარგი იქნები თუ ცუდი,მნიშვნელობა არ აქვს...
  მართლა, რა არის დღეს კარგი და რა ცუდი? თქვენ შეგიძლიათ აუხსნათ? დაბნეულია... მარადიული ღირებულებები უფრო ძვირფასია, თუ პირადი ხუშტურები? ალბათ, უკანასკნელი... ამბობენ ეს არისო თავისუფლებაო... თუ ამან აღგაშფოთათ,  უკანასკნელი მოჰიკანი არ იქნება და ეს გაახარებს... ვინ იცის, იქნებ ბევრნი ვიყოთო...ვინ იცის...
  ეეჰ, ამდენ ბოდვას იქნებ ჯობდეს წვიმას მოუსმინოს, წვიმას და ერთ დიდ ქართველს...


ნიკო ლორთქიფანიძე
                                       
     ლიტერატურული საღამო

ხუთშაბათს ლიტერატურული საღამო იყო დანიშნული. წინა დღით წერილი მივიღე. ავტორს, როგორც ეტყობა, სურს იგი გამოქვეყნებული იყოს. ვბეჭდავ უცვლელათ.
    
ბატონო ნ!

გაზეთში გამოცხადებულია, რომ თქვენ 14 სექტემბერს ლიტერატურულ საღამოზე წაიკითხავთ ახალ ნაწარმოებს... სრული დარწმუნებული ვარ, ვერავითარ ახალს ვერ დასწერთ. მე თქვენზე მაგარი აგებულების ადამიანი ვარ, ჩემი ცხოვრება მკაცრ ხელობას -- ექიმობას მოვანდომე, მაგრამ გამოურკვეველმა მდგომარეობამ ხელი ამაღებინა ჩემს სპეციალ მუშაობაზე და იქ ვეჩხირები, სადაც ჩემი სნეულების განკურნებას ველი.
    გიგზავნით წრფელ აღსარებას, დაკვირვებულ აღწერილობას ჩემი საკუთარი ავადმყოფობისა; წაუკითხეთ იგი საზოგადოებას, იქნებ,მსმენელთაც სიამოვნებით მიიღონ და მეც წამალი მომინახონ.
      კარგა ხანია დავრწმუნდი, რომ უცნობ კარების წინ ვდგევართ... ფარდები კართა უკვე ათთოლდნენ და გაშლისთანავე ან დავინახავთ ნანატრ ბედნიერებას, ან სამარადისო წყვდიადის მსხვერპლნი შევიქნებით .
     ამ აზრს ვუტრიალებ ყოველის მხრივ და ამ ნიადაგზე დამეწყო გალუცინაციები.

    ჩემი ოთახის ფანჯრიდან ხშირათ მოჩანს თეთრი თოვლით დაფარული მზის სხივებით აფერილი მყინვარი და შორიდან მისი ხმა ისმის, ვით ხმა ნაზი ქალწულისა:
       მოუარეთ საქართველოს!
       მთვარიან ღამეში ბაგრატის ტაძრის ნანგრევები, თალხით მოსილ ჭირისუფალსავით რომ დასცქერიან ქუთაისს, უხმოთ მეტყველებენ:
       მოუარეთ აქართველოს!
       ზოგჯერ ქუჩაში წინ გადამეღობება სულის მესაიდუმლე შოთა და ბრძანების კილოთი ამბობს:
       მოუარეთ საქართველოს!
      ღამის წყვდიადში ყურს მდინარეთა გალობა-სიმღერას; იწყებს მკვირცხლი რიონი; შემოსძახებს გიჟმაჟი თერგი და ბანს ეუბნება დინჯი მტკვარი: 
      მოუარეთ საქართველოს!
     ნუთუ, ბატონო ცემო, გუშინწინ რომ კოკისპირულმა წვიმამ დაასხა, არ გაგიგონიათ გაუთავებელი, გაბმული ძახილი ყოველი წვეთისა:
      მოუარეთ საქართველოს! 
 
    
 

  

Комментариев нет:

Отправить комментарий