ყოველი ადამიანი და ყველა მოვლენა შენს ცხოვრებაში ჩნდება იმიტომ, რომ თვითონ მოიხმე ის. რის გაკეთებას არჩევ მათთან _ შენი გადასწყვეტია.

რიჩარდ ბახი









четверг, 14 октября 2010 г.

ყველაფერი ასე დაიწყო...
ერთხელ, როცა ძალიან, ძალიან მოეწყინა, გადაწყვიტა აქ მოსულიყო და ... და რა უნდა გავაკეთოო? აქაც კარგი მოწყენილობა ყოფილაო... ანუ? ანუ, როგორც გალაკტიონი იტყოდა, ”ჯვარს ეცვი თუ გინდა, საშველი, არ არის, არ არის, არ არის!..”


რატომღაც ყველაფერი შემოდგომის წვიმიან და ნაცრისფერ დღეს აგონებს... ხანდახან, მხოლოდ ხადახან... ისე, ვინ არის, ოპტიმისტი თუ პესიმისტი, მხიარული თუ მოწყენილი, გიჟი თუ ჭკვიანი...

უკვე კარგა ხანია ფიქრობს, რომ ყველაფერი გაუფასურდა და გაუფერულდა... (ახალი ამბავი!)... იმიტომ, რომ ტელევიზორს უყურებს და გული ერევა... გული ერევა იმიტომ, რომ დღეს რატომღაც მოდაშია ჭუჭყიანი საცვლების გამოფენა და ამით ამაყობა... (თუ შენც ასე ფიქრობ, გოიმი ხარ...)

საკმარისია... ახლა პესიმისტი საუბრობს... დანარჩენი მერე...

ნაცრისფერი დღის ნაცრისფერი ამბები დასრულდა...

მაგრამ გაგრძელება იქნება... იქნება?..  ვნახოთ...

Комментариев нет:

Отправить комментарий