ყოველი ადამიანი და ყველა მოვლენა შენს ცხოვრებაში ჩნდება იმიტომ, რომ თვითონ მოიხმე ის. რის გაკეთებას არჩევ მათთან _ შენი გადასწყვეტია.

რიჩარდ ბახი









воскресенье, 24 октября 2010 г.

"მას სიარულში ხელს უშლიდა ვეება ფრთები”...

 .

..ჩემი გზა მუდამ, ჩემი ოცნება, მიჰყვება ცამდე აღმართულ ქედებს...    ...ახლა გამახსენდა, როცა ყოველივე, ყველა, ყველაფერი, არის გაჩენილი ამაოებისთვის, მხოლოდ შენ ანათებ...

...უფალო, გალავნის ყორეზე დამნიშნე ბეღურა ჩიტად... ...ყველაფრით დაღლილს სანატრელად სიკვდილი დამრჩა...

...მზეო თიბათვის, ყოფნა უმზეო...





         თოვდა, თოვდა, რა კარგია თოვა...






ჯვარს ეცვი თუ გინდა, საშველი, არ არის არ არის, არ არის...







სამი დრეა დამიბრიყვა სევდამ, სამი დღეა განუწყვეტლივ წვიმს, მომანატრა, მომანატრა ნეტავ, რაც მომწყინდა, რაც მომწყინდა ის...

  
ქუჩაში, მტვერში, წაიქცა ბავშვი, ნუკრის თვალებით, თმით მიმოზებით...





ელვარე და ლომფერი, იყო ცხრა ოქტომბერი...








მკვდარია უგრძნობი კაცი უსაზარლესი მკვდარზედა...





თქვენ, ჰეი, გესმით?! მზე მინდა, მზე ზღვის ფსკერიდან ცეცხლად ნაფეთქი! მზე,მზე მომეცით, მზე წმინდა! მზე, მზე მომეცით, მომეცით, გესმით?!





...ქარით დატირებული, უნუგეშოდ შთენილი...



მიშველე ღორებში ჩავარდნილს, ღორებში დარჩენილს მარად!..



ჩემი დღე ღრუბლებს იქით მომელის...

пятница, 22 октября 2010 г.

ძალიან უნდა არ გაიპრანჭოს, გულწრფელად გადმოსცეს ემოციები, მაგრამ რომ არ გამოდის? საოცარია, მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ მხოლოდ იმას დაწერს,რაც თავში მოუვა, მაგრამ, შენც არ მომიკვდე... ფიქრობს და ფიქრობს... ამდენ ფიქრში კი ემოცია სადღაც მიინავლება და პათეტიკა შერჩება ხელთ... ჰოდა მოდიან გაბღენძილი აზრები: ''ბრძნული'' , ''მძიმე'',და ყალბი... ნაცნობი სიტუაციაა? თუ ჯერ არ შეგიმჩნევიათ? თუმცა, რა არის გასაკვირი: ირგვლივ ყველა თამაშობს... ყველაფერი იმიჯისთვის კეთდება, მიყურეთ რა კარგი ვარო..კარგი კი არა, ორიგინალური... მთავარი ორიგინალობაა... კარგი იქნები თუ ცუდი,მნიშვნელობა არ აქვს...
  მართლა, რა არის დღეს კარგი და რა ცუდი? თქვენ შეგიძლიათ აუხსნათ? დაბნეულია... მარადიული ღირებულებები უფრო ძვირფასია, თუ პირადი ხუშტურები? ალბათ, უკანასკნელი... ამბობენ ეს არისო თავისუფლებაო... თუ ამან აღგაშფოთათ,  უკანასკნელი მოჰიკანი არ იქნება და ეს გაახარებს... ვინ იცის, იქნებ ბევრნი ვიყოთო...ვინ იცის...
  ეეჰ, ამდენ ბოდვას იქნებ ჯობდეს წვიმას მოუსმინოს, წვიმას და ერთ დიდ ქართველს...


ნიკო ლორთქიფანიძე
                                       
     ლიტერატურული საღამო

ხუთშაბათს ლიტერატურული საღამო იყო დანიშნული. წინა დღით წერილი მივიღე. ავტორს, როგორც ეტყობა, სურს იგი გამოქვეყნებული იყოს. ვბეჭდავ უცვლელათ.
    
ბატონო ნ!

გაზეთში გამოცხადებულია, რომ თქვენ 14 სექტემბერს ლიტერატურულ საღამოზე წაიკითხავთ ახალ ნაწარმოებს... სრული დარწმუნებული ვარ, ვერავითარ ახალს ვერ დასწერთ. მე თქვენზე მაგარი აგებულების ადამიანი ვარ, ჩემი ცხოვრება მკაცრ ხელობას -- ექიმობას მოვანდომე, მაგრამ გამოურკვეველმა მდგომარეობამ ხელი ამაღებინა ჩემს სპეციალ მუშაობაზე და იქ ვეჩხირები, სადაც ჩემი სნეულების განკურნებას ველი.
    გიგზავნით წრფელ აღსარებას, დაკვირვებულ აღწერილობას ჩემი საკუთარი ავადმყოფობისა; წაუკითხეთ იგი საზოგადოებას, იქნებ,მსმენელთაც სიამოვნებით მიიღონ და მეც წამალი მომინახონ.
      კარგა ხანია დავრწმუნდი, რომ უცნობ კარების წინ ვდგევართ... ფარდები კართა უკვე ათთოლდნენ და გაშლისთანავე ან დავინახავთ ნანატრ ბედნიერებას, ან სამარადისო წყვდიადის მსხვერპლნი შევიქნებით .
     ამ აზრს ვუტრიალებ ყოველის მხრივ და ამ ნიადაგზე დამეწყო გალუცინაციები.

    ჩემი ოთახის ფანჯრიდან ხშირათ მოჩანს თეთრი თოვლით დაფარული მზის სხივებით აფერილი მყინვარი და შორიდან მისი ხმა ისმის, ვით ხმა ნაზი ქალწულისა:
       მოუარეთ საქართველოს!
       მთვარიან ღამეში ბაგრატის ტაძრის ნანგრევები, თალხით მოსილ ჭირისუფალსავით რომ დასცქერიან ქუთაისს, უხმოთ მეტყველებენ:
       მოუარეთ აქართველოს!
       ზოგჯერ ქუჩაში წინ გადამეღობება სულის მესაიდუმლე შოთა და ბრძანების კილოთი ამბობს:
       მოუარეთ საქართველოს!
      ღამის წყვდიადში ყურს მდინარეთა გალობა-სიმღერას; იწყებს მკვირცხლი რიონი; შემოსძახებს გიჟმაჟი თერგი და ბანს ეუბნება დინჯი მტკვარი: 
      მოუარეთ საქართველოს!
     ნუთუ, ბატონო ცემო, გუშინწინ რომ კოკისპირულმა წვიმამ დაასხა, არ გაგიგონიათ გაუთავებელი, გაბმული ძახილი ყოველი წვეთისა:
      მოუარეთ საქართველოს! 
 
    
 

  

четверг, 14 октября 2010 г.

ყველაფერი ასე დაიწყო...
ერთხელ, როცა ძალიან, ძალიან მოეწყინა, გადაწყვიტა აქ მოსულიყო და ... და რა უნდა გავაკეთოო? აქაც კარგი მოწყენილობა ყოფილაო... ანუ? ანუ, როგორც გალაკტიონი იტყოდა, ”ჯვარს ეცვი თუ გინდა, საშველი, არ არის, არ არის, არ არის!..”


რატომღაც ყველაფერი შემოდგომის წვიმიან და ნაცრისფერ დღეს აგონებს... ხანდახან, მხოლოდ ხადახან... ისე, ვინ არის, ოპტიმისტი თუ პესიმისტი, მხიარული თუ მოწყენილი, გიჟი თუ ჭკვიანი...

უკვე კარგა ხანია ფიქრობს, რომ ყველაფერი გაუფასურდა და გაუფერულდა... (ახალი ამბავი!)... იმიტომ, რომ ტელევიზორს უყურებს და გული ერევა... გული ერევა იმიტომ, რომ დღეს რატომღაც მოდაშია ჭუჭყიანი საცვლების გამოფენა და ამით ამაყობა... (თუ შენც ასე ფიქრობ, გოიმი ხარ...)

საკმარისია... ახლა პესიმისტი საუბრობს... დანარჩენი მერე...

ნაცრისფერი დღის ნაცრისფერი ამბები დასრულდა...

მაგრამ გაგრძელება იქნება... იქნება?..  ვნახოთ...